Litclub.ge

* * * წვიმებიანი მიყვარს ზაფხული

წვიმებიანი მიყვარს ზაფხული,
მიყვარს ხეებში ქარის ფაფხური,
მოულოდნელი შენი წერილი,
ცით გავსებული და გაბერილი...
მიყვარს ქუხილის ხმა შორეული,
ელვა – ბოლოწამს ძლივს დანახული –
ღიმილში სევდა გამორეული,
წვიმებიანი მიყვარს ზაფხული.