Litclub.ge

სონეტი 145 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
სატრფომ, ვისთვისაც დავდივარ ხელი,
მკაცრად შემხედა ნესტოთ ბერვითა,
ბაგემ, ნაძერწმა ტრფიალის ხელით
უცებ დასძინა: „მართლა ვერ ვიტან!“
მაგრამ მყის იგრძნო კეთილშობილმა,
რომ ვერ შევიძლებ ამის ატანას.
ბაგენი მისი არცა შობილან
ამ განაჩენის გამოსატანად.
ბაგემ ახალი სიტყვაც მაჩუქა
და ჩემს სიყვარულს აღარ ვემდური,
თითქოს მზის სხივმა გამოაშუქა
და ღამეც გაქრა ჯოჯოხეთური.
სატრფომ სიცოცხლე ისევ აღმითქვა -
მითხრა: „ვერ ვიტან! თქვენზე არ მითქვამს!“