Litclub.ge

ტკაცუნი
მტკვრის ფონს გაყვება ჭილყვავის გუნდი,
უკან იკივლებს ფოთელბის ღვარი.
და ჩემ ცხოვრებას ბედდაუნდობელს
შენს კულულებზე გადასწერს ქარი.

ოჩხებს ჩაყრიან უფლისციხელნი,
ხმაგაკმენდილი ზამთარი ოვა,
და, მესაფლავე დანთებულ ცეცხლთან
იტყვის, ძეგლებზე წუხელ დათოვა.