Litclub.ge

საღამო და განწყობილება
1.
როცა საღამო მოვა ხოლმე ქვენა ქარებით
და აბჟუტდება განაპირა ქალაქის ქუჩა.
დასწყევლოს ღმერთმა! ამ დროს რაღაც ჟინით ვირევი
თითქოს ბედს ვყავდე აგდებული ძალზედ აბუჩად.
ვეძებ სარდაფებს, ვეძებ ხოლმე თავგამოდებით. _
ოდნავ არ ვფიქრობ რა მომელის ბოგანოს ხვალე,
მე ვიცი მხოლოდ, როცა სადმე მთვრალი მოვკვდები,
სადღაც იტყვიან: ბრიყვი იყო, ხან პოეტი, ხან სივალალე.
და... უბედური იქირავებდა ღვინით ბნელ ფიქრებს,
კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.
რომ მას შეეძლო მგზნებარებით უმანკოება,
ის კარგი იყო დდედამიწის უარმყოფელი,
არ დაგიდევდა, თუ უკმეხი იდგა დროება
ან თუ სივრცეებს გაჰყმუოდა წუთისოფელი.
მართალს იტყვიან, მწარე მართალს ჩემს ცხოვრებაზედ,
თუმცა ხსოვნებში დავიწყება გამოიდარებს...
ხო მართლა, იმას გიყვებოდი მღვრიე ცრემლებით,
როცა საღამო მოვა ხოლმე, ვეძებ სარდაფებს,
და რო ვიპოვი ოკრობოკრო კიბიან სარდაფს,
ცალკე კუნჭულში მაგადასთან ვთხოულობ ღვინოს
და მინდა, ხომე ისე დავთვრე, ისე საძაგლად,
რომ სიყვარულიც დამავიწყდეს ად ჩამეძინოს.

2
ღვინოს როცა ვსვამ როგორც სვავი და სალახანა,
მაშინ როდი ვგრძნობ, რომ სიცოცხლე ჩალის ფასია.
რატომღაც მინდა შემოყვაროს მხოლოდ ლუდხანამ
და გამოიცნოს ჩემ ლექსებში რაც ძვირფასია.
და დანარჩენი არაფერი, სულ არაფერი
არ მენატრება, არც სიმხნევე, აღაც მისნობა.
ამ რიჟრაჟების გამჭვირვალე მტვერი ვარ, მტვერი
და ჩენი ბინა არის მუნჯი მარადისობა.
ასე ვიცხოვრებ უთავბოლოდ, გზებშერისხული,
ჩემთვის ერთია დღე იქნება თუ შუაღამე.
მაინც დავდივარ ხალხისაგან თავლაფადსხმული
და მიხარია, როცა მთვრე თეთრად კამკაკმებს.
საკინძგახსნილი ხშირად ხეებს ვეკამათები
და მშურს იმათი ასე დიდი თავისუფლება,
მე კი დავდივარ, ღმერთმა უწყის, რა ს ვეხეთქები,
ო, რა ბნელია, რა გულცივი კაცის ბუნება.
მალე გაივლის ეს კივილი, ეს მწუხარება.
იტყვიან, უშნოდ დაიხოცნენ მამა და შვილი,
საფლავის ქვაზედ ვიღაც დაწერს ასე ირიბად _
აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი.

5.III.1939
წაკითხულია ერეკლესთან ღვინის სმაზე.