ჯანყს ეფარები, ვინმე რომ გხედავს,
მოსწყინდი სქელ ჯანყებს, რას აცივდები?!
აჰყე მძლე მთების ვიწრო ხერხემალს,
და წუთისოფელს გადასცილდები.
თუ გზას როგორმე ვეღარ გაიგნებ,
ქერები მთვარეს ასწევენ მაღლა;
იმასთან სისხლიც ვერ შეგარიგებს,
მიწისკენ კვალი ვინც მოგასწავლა.
აჰყე პირდაპირ ქედს, მთის ხერხემალს.
ცრემლებსაც ნუღარ ჩააცივდები.
აჰყე, არ დასძრა არსად კრინტი, ხმა
და სამყაროებს გადასცილდები.