შენ ღერძი ხარ აბსცისთა
და გინათებს ცა მზისგან,
მე კი ფეხქვეშ მდებარე
ათვლის წერტილს ვემთვარე,
აჩრდილში მოგექეცი
და ნულს გამოვექეცი,
იდუმალი იქსის ხაზს
ვუკვალავდი შენს წინ გზას.
მოგიზიდე იგრეკი,
წრფეთა ქედს რომ გიდრეკდი.
სანამ სუნთქვა გავკმინდე,
მოდი, ხელი ჩამკიდე,
ჩაიხატოს მზის მკერდმა
გულში სხივთა სისტემა,
ჩვენი კოორდინატთა
გადამკვეთი ცისკართა.