Litclub.ge

შენს გამო
მე ახლა სევდის ხახაში ვდგავარ.
მოვიდა მარტი წვიმის ბაკუნით,
მე და შენ გვერჩის და კიდევ მავანთ...
თავხედი წვიმა, არომატული.
იტყვიან, მარტზე რამდენი წერეს,
ახალს რას იტყვი, ჯობია დუმდე,
ავი ძაღლივით ჩემსკენ იწევენ
თქვენი სიტყვები, რომლებიც დუღან.
დარდი ბავშვივით კუთხესთან მიმყავს,
ვტუქსავ გაზაფხულს ჩემსავე კართან
და ჩემი თავი, ასე რომ გიყვარს,
მგონი შენს გამო მეც შემიყვარდა.