Litclub.ge
წიგნიდან: „შვიდკაცა“
* * *
რა ცოტაა ხელი,
ჩანგზე ჩამომკვრელი!
რა ცოტაა ხელი,
სანთლის ჩამომქნელი!
რა ცოტაა მხვნელი,
მთესველი და მკელი,
და, სამაგიეროდ,
რა ბევრია მკვლელი...
მთელი საქართველო
თითქო იყოს ტირი -
ვისვრი, როგორც ტირში
და თუ მოხვდა, ვტირი...