Litclub.ge

ვერ გთმობ!
ტანზე ვნებების ცეცხლმა დათოვა,
სტუმრად მოვედი, გამიღე კარი.
როგორც ყოველთვის, ახლაც მარტო ვარ!
შენი პორტრეტის წინ ვდგავარ მთვრალი.
წვიმა, რომელმაც დილა დაიწყო,
მთელი თასები წვეთად დაცალა.
შემდეგ სხივებმა ფეხი აიწყო,
შენსკენ სავალი გზები მასწავლა.
სულ დარდიანი მოდის ღელვები,
ფოთლები ცვივა, ყვითლდება ბაღი,
ღამე აჩრდილებს ავედევნები,
რომ შენ გიპოვო ბავშვური, ლაღი.
ამოიწურა აპრილის ღამე,
ამ ღამეს ვხედავ რატომღაც მზიანს,
ეს უტაქტობა სიკვდილს ვადარე,
სულ რომ თან დასდევს ჩემს პოეზიას.
მიყვარხარ ისე, როგორც აქამდე,
ეს ცხოვრებაც ხომ მოკლეა ერთობ.
შემიყვარე და თავი გამანდე,
მარტოობასთან ვდგავარ და ვერ გთმობ.