Litclub.ge

მთვარეს პოეტები აეფარნენ
იმ დღეს ჩვენი იყო ნარიყალა,
მთვარემ დაგვითმო და გაიწია,
მერე დალალები გადმოყარა,
მიკვირს უნდოდა და არ იწვიმა.
მთვარეს პოეტები აეფარნენ,
უჩანს დალალები, (დედავ ჩემო)
მერე მიაცილეს კარებამდე,
ყველას სასახლეში ექაჩება.
ბოლოს წაუკითხეს ლექსები და
მთვარეს ავტოგრაფი მიაწერეს,
დღესაც უჩვენობით ვერ შებინდდა,
სხვები ჩვენსავით ვერ იანცებენ.
იმ დღეს ჩვენი იყო ნარიყალა,
მთვარემ დაგვითმო და გაიწია,
ქარმა შიშველი ცა წამოყარა,
მიკვირს, უნდოდა და არ იწვიმა.