Litclub.ge

ხელრთვა; ი. გრი...
(იოსებ გრიშაშვილი)
ი. გრიშაშვილი ი. გრიშაშვილი ი. გრიშაშვილი ი. გრი...
თამაშობანი გრიშაშვილისა ძველტფილისური - „იგრი“

ხაში. ლავაში. ღვინო. მწვადები. დუმა. ყაურმა ჯიგრის...
აშოღლანების დასტა. დასტაში - ლექსის ჰამქარი - ი.გრი...

მხოლოდ დუდუკი, მხოლოდ - ართურმა. ათასში ერთხელ - ფიქრი
სწუხს სუფლიორის ბუდრუგანაში ი.გრიშაშვილი - ი. გრი...

წლები გარბიან. წლები გადიან. ჟამი უგულო მიქრის.
როგორ ჩამქრალა ყოჩი ნაცადი - ი. გრიშაშვილი - ი. გრი...

უფრო - ამერი. უფრო - იმერი. ფშაველი. კახი. ეგრი.
კაცი - შიქასტა, კაცი - საარი. ი.გრიშაშვილი. ი.გრი.
ვით მოიძულეს, ვით გაიმეტეს, ვით დაივიწყეს ეგრე
კაცი - ფუტკარი, კაცი - სანთელი, ი. გრიშაშვილი. - ი. გრი...

წევს მთაწმინდაზე, წევს რახანია. თუმც მაქნისია იქ რის...
მაღლაც აზიდეს, დაბლაც დაამხეს ი. გრიშაშვილი, ი. გრი...

სადაც ნიავი ქროდა კოჯორის, იქ ახლა სხვა ქარი ქრის...
და ქარს არ მოაქვს ხმა აშუღისა - ი. გრისაშვილის... ი. გრის...