Litclub.ge

რია-რია
გადის ჭადარზე ჭადარი.
გადადის ხიდზე ხიდი.
წვება საფლავში საფლავი.
ჩადის მთვარესთან მთვარე.
ცურავს ღრუბელი ღრუბლებში.
თთს - თითს უკაკვავს თით.
სიზმარს ნახულობს სიზმარი.
მტკვარს უერთდება მტკვარი.
ბიჭს ისევ მოსწონს ბიჭი და
ქალს ისევ უყვარს ქალი.
ცეცხლს უკიდია ცეცხლი და
ალს ავარდნია ალი.
თმამ გაიწეწა თმები და
შუბლმა შეიკრა შუბლი.
ბორბალს ბორბალი მოძვრა და
ტუფლს ფეხზე უჭერს ტუფლი.
აქ ხორბალს არჩევს ხორბალი.
ყავარს ხურავენ ყავრით.
სვამს საწამლავი საწამლავს.
ჯავრი გათავდა ჯავრით.
ხავსს მოსდებია ხავსი და
წვეთს გამობმია წვეთი.
ბაღი მიმჯდარა ბაღში და
სვეტს შესდგომია სვეტი.
სმა ვეღარ შეძლო თითმა -
თითს მოუკაკვავს თითი.
გადის ჭადარზე ჭადარი.
გადადის ხიდზე ხიდი...