ბუდისოდენა საფლავი
ეყოფა ლბათ ჩიტს!
პატარა უნდა - პატარას,
დიდი საფლავი - დიდს!
ერთი უბრალო ბეჭედი
ცხრას გამოიცვლის თითს!
პატარა უნდა - პატარას,
დიდი ბეჭედი - დიდს!
საფლავზე წასაფარებლად
ფოთოლიც ყოფნის ჩიტს!
რამდენი ფიქრი გადადის
ყოფნა-არყოფნის ხიდს!
ვდგავარ და ვუსმენ ცხოვრებას -
ასჯერ მოყოლილ მითს!
ბუდისოდენა საფლავი
ჩიტმა ჩაუგო ჩიტს!
პატარა უნდა პატარას,
დიდი საფლავი - დიდს...