გულო, უნდა მენდო: არაფრად არ მჭირდები!
მე -სიკვდილი მინდა და სამოთხის ჩიტები!
თქვენც, თვალებო, მენდეთ -არ მჭირდება თვალები,
მე -ბურანი მინდა, სიტკბო გარდაცვალების...
არ მჭირდება აწი არც ღვიძლი და არც კუჭი!
ის წალკოტი მინდა, და ფერადი ფასკუნჯი!
დანახვაც კი არ მსურს ამ ფეხის და ამ ხელის! -
წუთი მინდა - დიად საიდუმლოს გამხელის...
ნუ ირჯებით ჩემთვის სისხლის გადასასხმელად -
უკვდავების წყაროს მპირდებიან სასმელად...
სულ შეწუხებულო და სიკვდილის მეჭველო,
შენ რას გიშლი, ტვინო, მე რომ უცეებ მეშველოს...
არ მჭირდება სხეული - ასო-ასო აცმა! -
მიწას ჰქონდეს სახსოვრად, რაც არ მაქვს და რაც მაქვს...
არ მჭირდება, მენდეთ, ცრუ კაშკაში დიდების! -
სხვა ქვეყანა მინდა, სხვა სამოთხის ჩიტები...