Litclub.ge
* * * ბევრჯერ მოსმენილო ჰანგო
ბევრჯერ მოსმენილო ჰანგო, -
ცრემლის დადენამდე კარგო, -
მე შენ მაინც არ დაგკარგავ,
ყველაფერი რომ დავკარგო!
სიცოცხლეში შენ მიშველი
და ჩემს არყოფნაშიც შეხვალ!..
შემშრობელი ჩემი ცრემლის
ისევ შენ და ისევ შენ ხარ!