Litclub.ge

აყვავებულა ალუბლები
სუსხი გარდაცვალების
შემოიჭრა წუხელის,
დაეხუჭა თვალები,
დაეკრიფა გულხელ,
სიხარული დაემხო
და გამეფდა წუხილი,
კარ-ფანჯრები დაიღო,
ატყდა ჭექა-ქუხილი,
ციდან აცრემლებული
ჩამოვიდნენ ღრუბლები,
სულ მთლად დასველებული
ყვაოდნენ ალუბლები!..