ნაცნობ ბიჭებთან ვიყავი გუშინ,
ატყდა დავა და გაჩდნენ იჭვები!..
იმდენი შხამი ჩამასხეს გულში, -
რწმენა დავკარგე მე იმ ბიჭების!
მაგრამ გადავწევ ყორნისფერ ფარდას
და სულ სხვა წრეში გადავიჭრები...
და ვეღარ ვფარავ სიხარულს, რადგან
მე იქ მხვდებიან ნადი ბიჭები!