მარადისობას მიანათეს ტატოს თვალებმა!..
მარადისობაც დაეწაფა მის თვალებს ხარბად!
ტატოს ფეხთაქვეშ დედამიწა დატორტმანებდა! -
კოჭლიც ამიტომ ეგონათ, ალბათ!..
მას საქართველოს მარადისი სიცოცხლე სურდა!..
სული ჩაუდგა უკვდავ ლექსში მომავლის იმედს!
არ ყოფილიყო ამა ქვეყნად სიკვდილი თნდაც, -
მაინც მოკლავდა ქართლის ბედზე წუხილი მძიმე!..
მარადისობას მიანათეს ტატოს თვალებმა!..
მარადისობაც დაეწაფა მის თვალებს ხარბად!..
ტატოს ფეხთაქვეშ დედამიწა დატორტმანებდა! -
კოჭლიც ამიტომ ეგონათ, ალბათ!..