ნანას
მელანქოლია სულის სენია,
მე მეუფლება მელანქოლია.
ახლა, ეს გული როცა სენია,
ვგრძნობ, რა კარგი გული მქონია.
შენ კი ქედმაღლობ ყველა ქალივით,
გაქვს სიჯიუტე გამოგონილი,
მიქრება სული - მალანქოლიით
გატელილი და ამოქოლილი...
და მალანდება და გელოდები,
გულს მაინც კიდევ რაღაც ჰგონია,
და იმედიან მელოდიების
დინებით დევნის მელანქოლიას.