Litclub.ge

ჩემზე არ იდარდო!
ჩემზე არ იდარდო, უკეთ ხარო მეუბნებიან, 
და მეც ვუჯერებ... 
აღარც ვსვამ უკვე, თბილ წყალსა და 
სეფისკვერზე გადამიყვანეს. 
დღეს დილას შემხვდა აფთიაქთან შენი ძმაკაცი, 
გვარად - მუჯირი. 
მოგიკითხა ცალყბად, თურმე ახლახანს 
გამოსულა საპყრობილედან. 
გაჩერებაზე წელში მოხრილ ქალთან შევჩერდი, 
დედიკოს ჰგავდა... 
ნაოჭები ზურგით დაჰქონდა, რა გაეწყობა, 
სჯობს ხანდახან არც გაიაზრო... 
ზამთრის ქარმა მოსაპარი სხვა რომ ვერ ნახა, 
ჩემს თვალებში ცრემლი დაგავა. 
ქარსაც ჰქონია გულის ჯიბე, გასაფანტავად დაენანა, 
კართან, დიზელის ჩანთა 
ცდილობდა სამშობლო ჩაეტია, 
შენ მიფრინავდი ანუ მე ვკვდებოდი... 
ცაზე ვარსკვლავები ბალახობდნენ, 
გულში საზრდოს ეძებდნენ ჭიაღუები. 
უსასრულობისკენ გაფრენილ ბუშტს მჩატე იმედით დავეკიდე. 
დიდი ხანია ჩემს არსებობას 
შენი სიცოცხლისთვის ვაჭიანურებ. 
ვლოცულობ დიდხანს დაგჭირდე, ჩემზე არ იდარდო, 
ექიმს ვუჯერებ!