საით წასულან შენი ვაჟები,
შენი გმირები ცეცხლის თვალება,
რომ იტაცებდათ გარიჟრაჟები
და ქარიშხალში დროშის ტარება.
მათი გულები ტყვიით დახრული
ნუთუ წყვდიადის ქვეშ იფარება,
აღარ მოესწროთ გამოზაფხული,
ზეცის ამგვარი გამოდარება!
აღარ ჩამქრალა მათი მნათობი,_
ვეღარ უხილავთ ეს მთა-გორები,
მიწა_მათივე მკერდით ნათბობი
და სიკვდილის წინ ნაამბორები.
მაგრამ სანგრებში ღამენათევი
არ დაკარგულან სისხლის ტბორები.
შენ შეგემატა მათი ნათელი
და სიჭაბუკე უმეორები.
მათზე შაირებს მთებიც არხევენ,
ქარი ამღერებს ჭაღარა ჭადრებს.
არ ივიწყებენ გმირთა სახელებს,
რომ დაცემულან რიჟრაჟზე ადრე.
ვერ გაიხარონ ღამის ბინდებმა,
ბნელი ხევებიც მზით აელვარდნენ.
ქვყნად გაისმის შენი დიდება
და მათ საფლავებს აყრიან ვარდებს!
1938 წ