Litclub.ge

* * * გითხარი...გეწყინა
გითხარი...გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვით დამტუქსე თან:
„რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი...
როგორ გამიბედე თქმა“.
არაო, თავს იქნევ სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ -
როგორი კარგი ხარ შენ.