ბაღს აუშლია ნორჩი კვირტები,
შეუმოსია ტყეს მწვანედ ტანი,
წყნარი ღუღუნი ისმის გვრიტების
და სდუმან მთანი.
მზე მოკაშკაშე მოწმენდილ ციდან
ღვრის ელვარებით ციმციმა სხივებს.
ნაკადი ლაღად ჩამორბის კლდიდან,
ბალახებს შორის ნაზად ლივლივებს.
მე ტყის სიღრმეში დავდივარ ფრთხილად,
ნელი ნაბიჯით, ვით ჩუმი ლანდი,
ჩირგვში ბულბული კისკისებს ტკბილად
და რეკავს ჰანგი.
შორს ჩემს ოცნებას იტაცებს მთები
იდუმალებით, ვით ცა მაღალი,
მე გაზაფხულის მშვენებით ვთვრები,
ბუნების ძე და შთამომავალი!..
შეუმოსია ტყეს მწვანედ ტანი,
წყნარი ღუღუნი ისმის გვრიტების
და სდუმან მთანი.
მზე მოკაშკაშე მოწმენდილ ციდან
ღვრის ელვარებით ციმციმა სხივებს.
ნაკადი ლაღად ჩამორბის კლდიდან,
ბალახებს შორის ნაზად ლივლივებს.
მე ტყის სიღრმეში დავდივარ ფრთხილად,
ნელი ნაბიჯით, ვით ჩუმი ლანდი,
ჩირგვში ბულბული კისკისებს ტკბილად
და რეკავს ჰანგი.
შორს ჩემს ოცნებას იტაცებს მთები
იდუმალებით, ვით ცა მაღალი,
მე გაზაფხულის მშვენებით ვთვრები,
ბუნების ძე და შთამომავალი!..