Litclub.ge

სიმღერა გომბორზე და გოგოზე
დანისლულია გომბორი,
დანისლულია,
დანიშნულია გოგოი,
დანიშნულია.

გადუწმენდია გომბორსა,
გადუწმენდია,
გადუწვენია საქმროსა,
გადუწვენია.

გადაწმენდილ მთის ორწოხზე
ლერწამწელია,
ეჰ, გოგოვ, როგორ მომწონხარ,
გულის წველია.

გომბორის ნისლებს გადირეკს _
ნისლებ-ნაბადა,
გოგოი ბოღმას _
მზემ თუ დაბადა.

გომბორსა ქარი აწუხებს,
გომბორ-ქარიანია,
გოგო კი ქმარი,
გოგოი ქმარიანია.

გომბორს თოვლი გაუწყალდა,
დეკას ათრთოლებს,
გოგოს _ თოლი,
და ქმარს დატოვებს.