Litclub.ge

დაბრუნდება ქედიდან ბათუმში
ზეცა ღრუბლებმა შეამტვრიეს,
დააწვათ ჩრდილი ვიწრო ფშიარებს,
ვბრუნდები გრძნობის მემატიანე
და გზებზე ფიქრებს მოვაშრიალებ.

აღმართულია ტრფობის შენობა,
ვბრუნდები უკან, როგორც არსენა,
რა ვუყოთ, იქაც მე უშენობამ
და სიყვარულმა არ მომასვენა.

თურმე რამდენი ძალა გვქონია,
კაცმა გრძნობა რომ ასე ასწიო,
გავცქერი გზას და ასე მგონია,
თითქო შენამდე ვერ მოვაღწიო.

დღეს მეთექვსმეტე დღეა მაისის,
გულში მაისის ვარდი იშლება,
ამ ფირფიტაზე ჩემი ხმა ისმის,
შენ რომ გიყვარდა გასაგიჟებლად.