გაზაფხულის ელვარება
ატმის ტოტებს მოსდებია,
ცისარტყელას მთებისათვის
ხელი გაუწოდებია.
ვარსკვლავებად მოციმციმე
დაცვარული ფოთლებია.
განა თოვლის ფიფქებია? _
ალუჩების ტოტებია.
ნაირფერად დახატული
ველები და სერებია.
მოიმღერის გაზაფხული,
ყელი მოუღერებია.
გულღია და ხელგაშლილი
სტუმრებს რომ ელოდებიან,
ჭერმაღალი სახლები და
წითელქუდა ოდებია.
ხალისით რომ მამღერებენ,
ძილშიც რომ არ მშორდებიან,
საქართველოს მთებია და
საქართველოს კორდებია.
გულგაშლილი რომ მხვდებიან,
ძმებია და მოყვრებია...
ერთი გოგოს სიყვარული
ხანძარივით მომდებია.
ატმის ტოტებს მოსდებია,
ცისარტყელას მთებისათვის
ხელი გაუწოდებია.
ვარსკვლავებად მოციმციმე
დაცვარული ფოთლებია.
განა თოვლის ფიფქებია? _
ალუჩების ტოტებია.
ნაირფერად დახატული
ველები და სერებია.
მოიმღერის გაზაფხული,
ყელი მოუღერებია.
გულღია და ხელგაშლილი
სტუმრებს რომ ელოდებიან,
ჭერმაღალი სახლები და
წითელქუდა ოდებია.
ხალისით რომ მამღერებენ,
ძილშიც რომ არ მშორდებიან,
საქართველოს მთებია და
საქართველოს კორდებია.
გულგაშლილი რომ მხვდებიან,
ძმებია და მოყვრებია...
ერთი გოგოს სიყვარული
ხანძარივით მომდებია.