მე დავიბადე ზღვის პირას,
ზღვასთან დავიდგი კარავი.
ზღვის სიყვარული ჩემსავით
არ შეუძლია არავის.
ზღვასთან გულთბილად ვსაუბრობ,
გავაგებინებ რაც მინდა.
ამ მწვანე სანაპირიდან
ჩემი ბავშვობა გაფრინდა.
ზღვის ძალამ დამავაჟკაცა,
გამზარდა, გამაგულადა,
ზღვა სიმღერადაც მეყოფა
და კიდევ სიყვარულადა.
გავეკიდები ოცნებით
ცაში გაფრენილ თოლიებს,
ზღვა _ ჩემი მოსიყვარულე,
ქალივით ამიყოლიებს.
მოვირბენ, მოვითარეშებ
თავაწყვეტილი ნაპირებს,
სილაზე გავინავარდებ,
სივრცეში გავინავარდებ.
მე დავიდებ ზღვის პირას,
ზღვასთან დავიდგი კარავი,
ზღვის სიყვარული ჩემსავით
არ შეუძლია არავის.
ზღვასთან დავიდგი კარავი.
ზღვის სიყვარული ჩემსავით
არ შეუძლია არავის.
ზღვასთან გულთბილად ვსაუბრობ,
გავაგებინებ რაც მინდა.
ამ მწვანე სანაპირიდან
ჩემი ბავშვობა გაფრინდა.
ზღვის ძალამ დამავაჟკაცა,
გამზარდა, გამაგულადა,
ზღვა სიმღერადაც მეყოფა
და კიდევ სიყვარულადა.
გავეკიდები ოცნებით
ცაში გაფრენილ თოლიებს,
ზღვა _ ჩემი მოსიყვარულე,
ქალივით ამიყოლიებს.
მოვირბენ, მოვითარეშებ
თავაწყვეტილი ნაპირებს,
სილაზე გავინავარდებ,
სივრცეში გავინავარდებ.
მე დავიდებ ზღვის პირას,
ზღვასთან დავიდგი კარავი,
ზღვის სიყვარული ჩემსავით
არ შეუძლია არავის.