არის რაღაც ისეთი.., ზოგჯერ ალბათ ასეთი...
რომ გეხვევა თავბრუ და... ანდა გესხმის თავსრეტი,
შენი ციხე-დარბაზის ცხრაკლიტულს რომ აღებდი,
მივხვდი სხვისი ჟამია, ვერ გიხდები თავმდები...
რადგან ცამ-საფირონმა, (ავი დარი თუ არი),
ელვაზე შეიხია მოციმციმე ვუალი,
მერე ისე ეწყინა, დაავიწყდა რიდი და...
გულზე თავი მოგადო და მწარედ აგიტირდა.
იქნებ მეც ვერ ვივარგე და უღონოდ დაეშვა
ხელი – ბანას, ვარძიას, ოშკს, ზარზმას რომ აგებდა.
აღარ... ვეღარ... თუ რავი...არ მსურს ამოვიბღავლო,
მტკვარში ლანდად ცურავ თუ... სვეტიცხოვლობ ცისკარო!
ქარმა ელეთ-მელეთად კლდე-ღრეს გადაუარა,
უნდა გამომიფხიზლდე, გამოცოცხლდე... თუ არა
და მე ვიცი, შენი ბოლო ჟამია,
ფარა უფლის გზას ასცდა, ღვთისმშობელო, მარიამ!
მოგვეშველე, შიშისგან შიში გადაგვავიწყდა,
ტკივილს ისე ვეჩვევით, ვერც კი ვამჩნევთ თავიდა(ნ)
თავი ის არის, ირგვლივ არ ჩანს არავინ,
ტაძრის კარი გაგვიღოს ან გვიჩვენოს კარავი...
თუნდაც სულაც უბრალო... ფარღალალად დაწნული,
2
შენში თავისუფალობს მომავალი-აწმყოთი, აწმყო კიდევ-წარსულით.
...და რადგან მოშლილი გაქვს ყოველივეს საზღვარი,
მითი შენში ცხადია, სინამდვილე – ზღაპარი,
ამიტომაც არა გაქვს ადგილი მიჩენილი
წარსულისთვის – წარსული, მომავლისთვის – მერმისი...
და აწმყოდან გარბიხარ წინაპართა ლანდებთან,
(საოცარი რამ არის), ისიც აქეთ დაგვდევდა...
უცნაური ერი ხარ, მისტიკური ერი ხარ,
წესით უნდა ტიროდე, შენ-კი მაინც მღერიხარ.
სადაც ხელს ჩაიქნევდა ღვთის სხვა შთამომავალი,
შენ სიმღერით უპოვე წყლულს ღვთიური წამალი...
და გაგლეჯილ გულიდან ბგერა, როგორც მირონი,
წვეთავს თაფლად, ხან სისხლად... მირონინებს სტრიქონიც...
ზოგჯერ ასე გზიანად, ხშირად უგზო-უკვალოდ,
რადგან დღევანდელ დღემდე მოგვიყვანე, უფალო,
აწი მაინც მოგვმადლე... დაგვხსენ თავბრუ, თავსრეტი,
თორემ ავანსცენიდან, კულისებში გა-ვე-დით!!!
პ.ს. თუმცა, მაინც იმედი... მეტი რა დაგვრჩენია,
,,აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!”