Litclub.ge

აკადემიური პასუხი კითხვაზე...
ტერენტი გრანელი _ პოეტი სალოსი, _
თავისი ლექსებით, თავისი სამოსით,
თავისი გვარით და თავისი თიკუნით
და მიმბაძველებით, ასით და ასოცით.

ძმაი, ზოზიასი _ ტერენტი გრანელი,
ლექსის პოდიუმზე _ ვით კოკო შანელი...
.... მაგრამ სალოსობა როდია იოლი,
ამ გზაზე ვერ შედგა თვით გალაქტიონი.

სალოსის გზა არის მძიმე და აფრაკი,
უნდა მოისროლოს პიჯაკი და ფრაკი,
სალოსი დაბადებით დროის პროტესტია,
უნდა შეუერთდეს გლოვის პროცესიას.

მოდი, გავიხსენოთ პოეტი-სალოსი,
დავკრიფოთ ვარდები და ბაფთით შევკონოთ...
_ რას იტყვით, მიიღებს ტერენტი საჩუქარს?
_ გეგონოთ ძამიკო, გეგონოთ, გეგონოთ!