Litclub.ge

* * * წამო, ბიჭო, წყალი ვნაყოთ
წამო, ბიჭო, წყალი ვნაყოთ,
გამოვხადოთ რახი წყლისგან,
გვეტყვის, ალბათ, ბრძენი ვნახოთ,
რითი ვცდუნდით, რა ხილისგან.

ბრძენი გვეტყვის, ამ ყოფაში
საწამლავი ვინ გარია,
ჩარჩენილებს ბალღობაში
ღვინოს ვთხოვდით, წინ ძმარია.

ძმარი ვცვათ და წყალი ვნაყოთ,
გამოვხადოთ რახი წყლისგან,
ბრძენი გვეტყვის, ბრძენი ვნახოთ,
რითი ვცდუნდით, რა ხილისგან.