Litclub.ge

ფრიდონ ხალვაშს
ქეიფი მიყვარს დიდებთან,
მეძებენ მეც მოდიდონი,
ჩამობრძანდება პარასკევს
მთიდან - ბატონი ფრიდონი.

ყელში გაჩნდება წალკოტი,
მის მიერ ჩამოტანილი
ღვინით, მსგავსი აქ არ მოდის,
აქ თევზია და მწვანილი.
აქ სიყვარული ვარვარებს,
როგორც ღადარში ლითონი,
ზღვასავით შვენის ამ მხარეს
ფრიდონი, დიდი ფრიდონი.