Litclub.ge

მე ვინც მიყვარს, არ ბერდება
                   ფრიდონ ხალვაშს

მე ვინც მიყვარს -
არ ბერდება,
სული მისი
მზის გულმკერდზე ნებივრობს,
ცა იხსნება,
მის თვალებში ცა იხსნება,
ვარსკვლავები უნდა მომაკრეფინოს.

მე ვინც მიყვარს -
არ ბერდება,
არ ბარდება ფოთოლცვენის თარიღს,
ტკბილია და ვერასოდეს ვერ ვცილდები
მისი სულის სურნელოვან მარილს.

მე ვინც მიყვარს -
არ ბერდება,
არ აცვდება კურთხეული დიბა,
საქართველოს მტერთან მტრულად აენთება,
საქართველოს მტერს თვალებით ბურღავს.

დამმოძღვრა და
ჭირსა შიგან გამაგრება
ამომკვეთა ჩუქურთმებად გულზე.
მეწყერს მოჰგავს თვალთა მისთა გაავდრება,
ჩვილის ღიმილს -
თუ მოყვარეს უმზერს.

მე ვინც მიყვარს -
არ ბერდება,
არ შედგება სიძულვილის კლდეზე,
დადის, დააქვს
ჩემი კუთხის საგანძური,
სიწმინდეს და ერთგულებას ეძებს.