Litclub.ge

შენს გულს შემოვევლები
თვალი ცრემლით თუ აივსო _
სიხარულის ცრემლებით,
ბრალი შენ გაქვს, ქუთაისო,
შენს გულს შემოვევლები.
ჩემი ძმები მინათებენ,
იმათი მზე არ ჩავა...
მიმასპინძლებს ქუთათურად
დენდი თემურ ლანჩავა.
ძმობის მირონს წაგცხებს გულით,
სიყვარულით შეგრუჯავს,
საქმის კაცი, სიტყვის კაცი,
თავბერიძე ელგუჯა!
შვენის ქალაქს ამყოლაძე,
შვენის ებანოიძე,
ჯეირანი გულგაშლილი
ჩემთვის ნახატს მოიძევს;
მისახსოვრებს პეიზაჟებს
სულის მოსაბრუნებლად...
რომ ბათუმში მათ მხნედ დავხვდე,
რომ დავბრუნდე უვნებლად.
რომ ბათუმშიც სულ მაისის
სუნთქვა მიმოიღვაროს,
სულმა იცის, ქუთაისმა
როგორ მინდა იხაროს.