Litclub.ge

* * * სიყვარული ადვილია
სიყვარული ადვილია
სიჭაბუკეში,
ქალს დაკარგავ _
უფრო ლამაზს ეძებ ნუგეშით.
მე კი რა ვქნა,
გულს რა ვუყო,
შენზე დაგეშილს...
სიყვარული სიგიჟეს ჰგავს
სიჭარმაგეში.