რაც უნდა ჭირი მამკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა...
ვაჟა ფშაველა
ვის უნდა ვენდო,
რომ აღარ ვიცი -
აღარც ვიცინი,
აღარც ვტირივარ,
სული სიმშვიდეს ერგეში ჰპოვებს.
მომრავლდა დამსმენი,
მომრავლდა ჩამშვები,
ქაჯიც ვერ ამოხსნის,
რისთვის ან ვის გამო
გაგაბითურებენ პოეტს.
ის, ვინც რაინდად გამეცნო,
დამმოძღვრა,
მაიმედა,
რაკი შეჰპირდნენ ჩინ-მედალს -
იდედლა, გამიმეტა.
ამათ ამქარში გაზრდილმა
ვის მოვაწონო თავი,
მადლობა უფალს,
არა ვარ
ბილწთან შეკრული ზავით!