Litclub.ge

მოდის, ჭრილობას მირჩენს
როცა მაყრიან ნაცარს,
ურცხვად
ზედ გულზე მკბენენ,
მოდის, ჭრილობას მირჩენს
ჩემი გურული ნენეი.

იმის სულს ვენაცვალე,
მისი თვალებით ვხედავ
ხიდისთავს,
ჩოხატაურს,
ერგეს, _
ადგილის დედას,

სადაც საფლავებს შორის,
ჩასმული გედის ფრთაში,
არის ძვირფასი
ბორცვი _
ჩემი ხატია ჯაშის.