Litclub.ge

ბორჩხაში
გავშინაურდით,
გავიკრიფეთ
სიტყვის მტევნებად,
დიასახლისი დედასავით
თავზე გვევლება.

უერთმანეთოდ
დავღლილვართ და
ცრემლად ვქცეულვართ,
ასე შOრიშორ როგორ გაძლოს
ერთმა სხეულმა?!

იყო კითხვები,
გახსენება _
პაპის,
დიდედის,
ჭოროხს ეფინა
სასწაული სხივი იმედის.

ვივაზირეთ და _
მასობაში კიდეც გათენდა...
სისხლის ყივილმა გააღვიძა
გული ქართველთა.