Litclub.ge

დავლოცოთ დამამშვენები
ჭალას უხდება მთიბველი,
გზას მგზავრი, ზეცას ფრინველი,
ტაძარს მღვდელი და მლოცველი,
ციხეს გულფიცხი მებრძოლი.

ცხენს შვენის ლაღი მხედარი,
სუფრას პირტკბილი თამადა,
აკვნებს მკერდსავსე დედანი,
ცხოვრების მოსართავადა.

დავლოცოთ, ვისაც რა შვენის,
უმისოდ ფერი კლებია,
დავით ჯაშს უთქვამს ხიდისთავს,
(თავადს ქეიფში ხლებია...)
დავითი გახლდათ ბაბუა
ჩემი ხატია ბებიას.