Litclub.ge

მოძღვრად ვერ გამოადგები
როდესაც ემორჩილები
საყოველთაოდ მიღებულს _
საუზმეს,
სადილს,
ვახშამს და
ქალის მადლს _
სიტკბოს დიდებულს,
მოსაჩვენებლად
ზნეობის
ნორმებში ჩაწიკწიკებულს,
მოძღვრად ვერ გამოადგები
ერს _ გალაღებულს სიბრძნითა,
ჩვენ საქართველოს სიყვარულს
ჯვარცმული კაცი გვიხსნიდა.