გამოიდარა,
ნისლებს დაფენილს
მიაცილებენ მთის მწვერვალები,
ეშურებიან წყაროებისკენ
მზის მოლოდინში მყოფი ქალები.
ვუცქერ და ვტკბები,
ვტკბები და ვფიქრობ, _
ამათში რომელს შევიყვარებდი...
შენ რომ აქ იყო,
შენ რომ აქ მყავდე,
ამაფეთქებდნენ შენი თვალები.
ნისლებს დაფენილს
მიაცილებენ მთის მწვერვალები,
ეშურებიან წყაროებისკენ
მზის მოლოდინში მყოფი ქალები.
ვუცქერ და ვტკბები,
ვტკბები და ვფიქრობ, _
ამათში რომელს შევიყვარებდი...
შენ რომ აქ იყო,
შენ რომ აქ მყავდე,
ამაფეთქებდნენ შენი თვალები.