როგროც ამოვარდნა ქარის,
ანდა თებერვალში თოვა,
მეწყერის და წყალის ძალით
შენთან სიყვარული მოვა.
ასე მწამს და
ასე გეძებ,
უშენობა არ იქნება,
გეძებ,
სანამ მზეს შევხარი,
სანამ ეს მზე ჩამიქრება.
ბევრი მახსოვს სახალისო
თიბათვე და მაღალისო -
გულს და
გული ვერ მოითმენს
უშენობას, სიყვარულო,
ჩემი სიყრმის კაბადონო,
მინდა ლექსმა იხმაუროს,
თან გულისთქმა გაგაგონოს,
გაგაგონოს,
გაგაგონოს!
თან გულისთქმა გაგაგონოს!
მიჯნურობას არ ჰყოლია
შეგირდი და შერმადინი,
ყვავილების გზა მგონია,
სიყვარულო,
შენამდი.
ყვავილების გზაზე ვდგავარ,
სულიც აქვე ამომხადეს,
მეოცნებე რაინდ ვგავარ,
ვეძებ შენში სამოთხეს.
ანდა თებერვალში თოვა,
მეწყერის და წყალის ძალით
შენთან სიყვარული მოვა.
ასე მწამს და
ასე გეძებ,
უშენობა არ იქნება,
გეძებ,
სანამ მზეს შევხარი,
სანამ ეს მზე ჩამიქრება.
ბევრი მახსოვს სახალისო
თიბათვე და მაღალისო -
გულს და
გული ვერ მოითმენს
უშენობას, სიყვარულო,
ჩემი სიყრმის კაბადონო,
მინდა ლექსმა იხმაუროს,
თან გულისთქმა გაგაგონოს,
გაგაგონოს,
გაგაგონოს!
თან გულისთქმა გაგაგონოს!
მიჯნურობას არ ჰყოლია
შეგირდი და შერმადინი,
ყვავილების გზა მგონია,
სიყვარულო,
შენამდი.
ყვავილების გზაზე ვდგავარ,
სულიც აქვე ამომხადეს,
მეოცნებე რაინდ ვგავარ,
ვეძებ შენში სამოთხეს.