Litclub.ge

* * * არც ცოლის მჯერა
არც ცოლის მჯერა,
არც შვილის,
არც მეგობრების მჯერა,
ვზივარ და გასამგზავრებელ
ჩოხა-ახალუხს ვკერავ.

სამოთხის კართან დამხვდება
ჩემიანების გუნდი,
მკერდზე ვემთხვევი მამაჩემს,
ამაყს, გულუხვს და გულდიდს.

რამ მოგიყვანა? _
წარბშეკვრით
საყვედურს მკადრებს დედა,
დედის გარშემო სულმნათი
ანგელოზები სხედან.

აუ, რამდენი ყოფილხართ,
ჩემი სისხლის და ჯიშის,
ამაოდ მქონდა აქ მოსვლის
უჟმურშეყრილი შიში.