Litclub.ge

ქალი სასწაულია
აუ, როგორ მომინდა,
ლამის გავაფრინო,
ქალი აქაფებული,
დუდუკი და ღვინო.

სიჭაბუკის ანცობა
უღიტინებს შორიდან
დამწიფებულ კაცობას...
დროც, დროც ცუდი მოვიდა.

რა მაქვს სასინანულო,
რა მაქვს საწუწუნო,
მზად ვარ სასიყვარულოდ,
მზად ვარ საღიღინოდ.

აუ, როგორ მომინდა,
გაშლა, განავარდება,
ქალის უბის ბროლიდან
კოცნა რომ აალდება.

ვეძებ, ვუხმობ, მწყურია,
როგორც გვალვას წყალი,
ქალია სასწაულია,
ცხოვრებაა ქალი.