Litclub.ge

უფლის სურვილით
დრო კი არ მიდის, მიფრინავს,
ვიბრძვით,
ვუსინჯავთ სვავს კბილებს,
გაშინაურდა სიკვდილი,
არც არაფერი გვაკვირვებს.

ვაცილებთ, თითქოს მიდიან,
წამოსაწოლად მდელოში,
ვმრავლდებით უფლის სურვილით
ზეციურ საქართველოში.