Litclub.ge

მე სულ სხვა ვარსკვლავებს ველი
გულს ფიქრად ნისლი შემომხვევია,
ვით დაჭრილ არწივს ყორნების გუნდი.
მე შენთან გრძელი ომი მრგებია,
მოდი დავზავდეთ და დამიბრუნდი.

ჩავიდგამ სულში ჩასახედ მინებს,
მეყოფა შენგან მრისხანე მზერა.
ბოლოს და ბოლოს გამაგებინე,
ბედი ვარ შენი თუ ბედისწერა?

ნუ ცელავ ჩემი არსობის იმედს,
გასწიე იქეთ პირბასრი ცელი,
ჩემში მომავლის იმედი ჰყვავის,
და სულ სხვა, ახალ ვარსკვლავებს ველი.