Litclub.ge

შეხვედრა ქალქში

   და გოგონამ ღვთისმშობელის მზერით

   სიხარულით დაიკივლა უცებ,

   ფანტელივით გააქროლა ელდამ

   და ლამაზ ბიჭს მიეფიფქა გულზე.

 

   სამი წლის წინ გააცილა ბიჭი

   ქალაქში და აი, ახლა ნახა,

   “ვაი, როგორ გადამხვია ხელი”...

   რა თამამი გამხდარაო ახლა.

 

   კარგო გოგო, სად მიდიხარ? სადა?

   ვერას ატყობ? Gგაეცალო გიჯობს.

   _ სად წავიდეთ? Kკაფე-ბარში? Kკარგი!

   “ბიჭო... როგორ მომენატრე, ბიჭო.”

 

   _ კონიაკი? Mმე არა ვსვამ... ცოტა?

   ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს, არა?

   ახლა შენთან? Kკარგი, როგორც გინდა. _

   და ქალ-ვაჟი სახლში გაეჩქარა.

 

   და გოგონას _ ნაწნავების ტოლას

   ბიჭმა უცებ კარი ჩაუკეტა...

   თუმცა მალე გამოვიდნენ გარეთ,

   რა ატირებს ცისფერთვალას ნეტავ?

 

   ოჰო, აღარ მოაცილებს ბიჭი

   და დგას ზღურბლზე ვით ნაცემი ჯუჯა,

   მარტო მიდის თავდახრილი გოგო

   და ცრემლივით ობოლია ქუჩა.

 

   მარტო მიდის და ვინ იცის, ნეტავ,

   სადაც მივა, არ იტირებს იქაც?

   ბერჯერ, ბევრჯერ ბოლო შეხვედრამდე

   ჩვენ გვიყვარს და გვენატრება ვიღაც.