ნამუხარ მუხას რაღად უნდა სეტყვა და კოხი,
იდგეს თავისთვის, ისტორიად, თუ გნებავთ, ზღაპარად,
ამბავს ყვებოდეს ქვეყნები მეორედ მოსვლის,
ოთხას მეოცეს რომ მოესწრო ვენახის გასხვლას.
დგას ნამეხარი, ჯაფარიანთ ნედლი თილისმა,
განტოტვილია მისი გენის ნიჭიც, უნარიც,
ვერ დააჩოქა ავზნეობის ურვამ, ტკივილმა
და ვერ გაახმო ქართველობა გაუხუნარი.
ეკლად და ბარდად ამოსული საქსაულები
უდაბნოს ხვატში ვირ-აქლემთა არის მალამო,
უთვალავია შენი მომსწრე სასწაულები,
დროს არ უჩივლო, ყინჩად იდექ, მუხავ, მაღალო.