გონებით აწონილი
ჩემი ურითმო ფიქრები ისე მიიპარება
ინტერნეტში,
როგორც სიყვარული,
რომელიც დიდი ხანია ჩვენი თვალებიდან
გავაძევეთ,
გ ა– ვ ა –ძ ი –ძ ა– ვ ე თ.
უკვე აღარ ვიყავით კეთილები,
მაგრამ თავისმართლებისთვის ყველას სჭირდება
კეთილი ძიძა,
რომ საკუთარი თავიდანაც
არ გავძიძავდეთ.
წლები გასულან...
მომნატრებიხარ სიყვარულო
თბილი კურცხალით,
ბავშვის თვალებით, რითმიან ლექსში
აუზომავი, აუწონავი და უძიძაო...
მომნატრებიხართ ისეთები როგორებიც ხართ–
მზერანათელი, უეჭვო და დაუბინდავი...
დრომ ჩვენს გრძნობებთან
მზა მორალით წაუმკითხავა
ვერ ვაკაკუნებ თქვენს კარებთან
დაუკითხავად.
ჩემი ურითმო ფიქრები ისე მიიპარება
ინტერნეტში,
როგორც სიყვარული,
რომელიც დიდი ხანია ჩვენი თვალებიდან
გავაძევეთ,
გ ა– ვ ა –ძ ი –ძ ა– ვ ე თ.
უკვე აღარ ვიყავით კეთილები,
მაგრამ თავისმართლებისთვის ყველას სჭირდება
კეთილი ძიძა,
რომ საკუთარი თავიდანაც
არ გავძიძავდეთ.
წლები გასულან...
მომნატრებიხარ სიყვარულო
თბილი კურცხალით,
ბავშვის თვალებით, რითმიან ლექსში
აუზომავი, აუწონავი და უძიძაო...
მომნატრებიხართ ისეთები როგორებიც ხართ–
მზერანათელი, უეჭვო და დაუბინდავი...
დრომ ჩვენს გრძნობებთან
მზა მორალით წაუმკითხავა
ვერ ვაკაკუნებ თქვენს კარებთან
დაუკითხავად.