Litclub.ge

შენ ინატრე
შენ ინატრე ბოშა ქალის ბედი,
ხეტიალი და სიკეთე ღმერთად,
რომ მოგეკლა ჟინი მეტისმეტი,
სიყვარულის ქცეულიყავ ფერფლად.
შენ ინატრე მარჯნის მძივი ყელზე,-
ამ მძივივით მოლიცლიცე ღამე
და შენ გსურდა კოცონების შუქზე
სიყვარული დადნობოდა თვალებს.
მზის ხილვებში ბოშა დგამდა კარავს,
აწყვეტილი სიმით რეკდნენ ზარებს,
და მიჰქონდა წუთებს ღამის მპარავს
შიშველ ტანზე არეკლილი მთვარე.