საფუტკრეში მისვლას ხშირად
მევედრება ჩემი გული,
რადგან სჯერა ახლაც იქა
ფაციფუცობს მამის სული.
ვეტრფი მშობლის სულს თაფლიანს,
მის ნახელავს ვლოცავ, ვიცავ,
დგას ჯიხური,
ზედ ატყვია
მამის ხელი ყველა ფიცარს.
ისკალაზე დგას სკა ფუტკრის,
მოჭედელი მამის ხელით,
ვეფერები, ისე ვუვლი,
თითქოს იყოს მამაჩემი.
სად არ უნდა გავიხედო,
ყველგან მამის სახეს ვხედავ,
გულს ლოდივით დამიმძიმებს
მოგონება –მძიმე სევდა.
მევედრება ჩემი გული,
რადგან სჯერა ახლაც იქა
ფაციფუცობს მამის სული.
ვეტრფი მშობლის სულს თაფლიანს,
მის ნახელავს ვლოცავ, ვიცავ,
დგას ჯიხური,
ზედ ატყვია
მამის ხელი ყველა ფიცარს.
ისკალაზე დგას სკა ფუტკრის,
მოჭედელი მამის ხელით,
ვეფერები, ისე ვუვლი,
თითქოს იყოს მამაჩემი.
სად არ უნდა გავიხედო,
ყველგან მამის სახეს ვხედავ,
გულს ლოდივით დამიმძიმებს
მოგონება –მძიმე სევდა.